რუმინეთის პრემიერი – თავდაცვის მინისტრს უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემა არ სურს

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი, ანგელ ტილვარი უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას არ ეთანხმება, – ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარსელ ჩიოლაკუმ განაცხადა.
რუმინეთის პრემიერის თქმით, ში Patriot-ის გაგზავნის საკითხი ქვეყნის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან არ განუხილავს, მაგრამ საუბარი ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთან და ის “არც თუ ისე უჭერს მხარს ამ იდეას”.
„თავდაცვის მინისტრს ნამდვილად არ სურს ამ სისტემის დათმობა, ერთ-ერთი სისტემის, რომელიც უკრაინას უნდა გადაეცეს“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს.
„მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ რუმინეთთან დაკავშირებით გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, პირველ რიგში კარგ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მარსელ ჩიოლაკუმ.
შეგახსენებთ, რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა რამდენიმე დღის წინ, თეთრ სახლში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, შესაძლოა, უკრაინისთვის Patriot-ის ერთ-ერთი კომპლექსის გადაცემის საკითხი განიხილოს.

ასევე დაგაინტერესებთ