ხატია დეკანოიძე – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში, ეს იყო სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა

[იურიდიულ საკითხთა კომიტეტის] სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში, ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა, – ამის შესახებ „ვეროპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ახლა ქვეყნისთვის ისტორიული და გადამწყვეტი მომენტია, რაც ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს.
„ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს, საშუალება არ მოგვეცა, რომ სხდომას დავსწრებოდით, რადგან პოლიციელებმა გარეთ შეგვაყოვნეს. სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში, ანუ ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა, მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარე ოხანაშვილი შევიდა და რამდენიმე ადამიანი, ვითომ, ლეგიტიმაცია მიანიჭეს. ეს არის არალეგიტიმური სხდომა, ყველა იმ ადამიანმა, ვინც ახლა გარეთაა, უნდა იცოდეს, რომ საქართველოს პარლამენტი, „ქართული ოცნება“, ამ კანონის მიღებას და გათრევას აპირებს არალეგიტიმაციით, არალეგიტიმური სხდომებით, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით. გუშინ, ღამე, საქართველოს პარლამენტის შენობაში არ შემიშვეს საქართველოს პარლამენტის წევრი, სამაგიეროდ, უშვებდნენ „ქართული ოცნების“ ფრაქციის წარმომადგენლებს, ასეთი უკანონობა და არასამართლიანობა ხდება. მესმის, რომ წვიმაა, სიცივეა, მთელი ღამე გარეთ ვიდექით, იდგნენ ადამიანები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ახლა არის ისტორიული დრო ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ისტორიული დრო არის ყველას, ჩვენი თანამონაწილეობით, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამონაწილეობა ჩვენი გამარჯვებით უნდა იყოს დასრულებული“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს

არჩილ გორდულაძე – კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ – მათი და „ნაცების“ საერთო ბიზნესების და პიარდაზღვევების დალაგებაზე