პიკაპის ტიპის ავტომანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი საკვებით და საჭირო ნივთებითაა დატვირთული, პოლიცია ჩიტაძის ქუჩაზე არ ატარებს

პიკაპის ტიპის ავტომანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი საკვებით და საჭირო ნივთებითაა დატვირთული, პოლიცია ჩიტაძის ქუჩაზე არ ატარებს.
აღნიშნულის გამო, აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილ მომიტინგეებს მოუწოდეს, რომ ჩიტაძის ქუჩისკენ გადაინაცვლონ.
მომიტინგეები ეცდებიან, რომ საკვებით და საჭირო ნივთებით დატვირთულ მანქანას პოლიციამ რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილების საშუალება მისცეს.
პოლიციის მისამართით ისმის შეძახილები. მომიტინგეები პროტესტს საყვირებითაც გამოხატავენ.
პარლამენტის მთელ პერიმეტრზე სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლების მობილიზებაა.
აღსანიშნავია, რომ ინგოროყვას ქუჩიდან ჩიტაძის ქუჩის მიმართულებით საპოლიციო ძალები დაამატეს.

ასევე დაგაინტერესებთ