საპარლამენტო ოპოზიციაზე: ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს

ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – კომიტეტს ვერ მიუსწრეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.

“ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – კომიტეტს ვერ მიუსწრეს 😊
ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი. რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი 😂, “– წერს სოციალურ ქსელში მდინარაძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ დასწრებია. მათი მტკიცებით, სხდომა იმდენად სწრაფად ჩატარდა, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი ვერ მოასწრეს შესვლა.
ხატია დეკანოიძის თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს კომიტეტის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ, ამბობს, ვერ მოასწრეს სხდომაზე შესვლა, რომელიც ზუსტად 1 წუთი და 6 წამი გაგრძელდა.
დეპუტატის თქმით, ის გარეთ პოლიციამაც შეაყოვნა.
„ოცნება” რუსული კანონის მიღებას და გათრევას არალეგიტიმურად, არალეგიტიმური სხდომებით ცდილობს. უკანონობა და არასამართლიანობაა, ის რაც ხდება”, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა