ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლონ

საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა პარლამენტის შენობის უკანა ტერიტორიისკენ გადანაცვლებისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეთა ნაწილი ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ მიემართება.
პარალელურად კი თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების და სპეცრაზმის მობილიზება დაიწყო. ამავე ტერიტორიაზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

გარემოს ეროვნული სააგენტო – 21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40 გრადუსს მიაღწიოს – ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს