პუტინის განცხადებით, კუხოს წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობა ფართოვდება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ს განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთობლივი საქმიანობა ხელს უწყობს სახელმწიფოებისა და ხალხის ერთიანობას.
როგორც პუტინმა ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია კუხოს წევრი ქვეყნების ერთობლივი აქტივობები.
„ერთობლივი აქტივობები ორგანიზაციის ფარგლებში ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხის ერთიანობას, ჩვენი საერთო ისტორიისა და მიღწევების შენარჩუნებას“, – განაცხადა პუტინმა.
კრემლის ლიდერის თქმით, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობაც ფართოვდება.
„ამაში აქტიურად მონაწილეობს რუსეთის ინიციატივით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოთაშორისი სამხედრო-ეკონომიკური კომისია“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!