,, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების თუ სხვა აქტორების პროვოკაციებს” – გახარიას პარტია

გახარიას პარტია განცხადებას აქვეყნებს:
“ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა.
გუშინ ხალხის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას დამარცხებულმა ოცნებამ კვლავ ძალადობის მუქარა წინმსწრებად დაუპირისპირა. ივანიშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა.
ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების – საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მენეჯმენტს და სახალხო დამცველს, შევახსენებთ მათ მანდატს და მოვუწოდებთ, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულება და დროული რეაგირებით თავიდან აიცილონ მძიმე შედეგები.
უმოქმედობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების დანაშაულში თანამონაწილეობაა, რაზეც პასუხისმგებლობას დაეკისრება ყველა პასუხისმგებელ პირს.
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების თუ სხვა აქტორების პროვოკაციებს (რომელიც, როგორც სჩანს, მრავლად იქნება).
საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავაგრძელოთ უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი არჩევნებამდე. ეს არის ის, რისიც ოცნებას ყველაზე მეტად ეშინია. ეს არის ის, რაც გადაარჩენს საქართველოს ევროპულ მომავალს და აგვარიდებს სამოქალაქო დაპირისპირებას”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს