პარლამენტთან აქციაზე – “გავათენოთ საქართველოსთვის” მოქალაქეები იკრიბებიან

საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან.
მოქალაქეები დღეს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოზუნგით – „გავათენოთ საქართველოსთვის“ დილამდე დარჩებიან.
უფრო კონკრეტულად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან, 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა.
მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ საძილე ტომრები, აირწინაღები და დამცავი სათვალეები, რაც მათივე თქმით “უსაფრთხოდ ყოფნაში” დაეხმარებათ.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები სკანდირებენ: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“. “საქართველოს გაუმარჯოს”.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც რამდენიმე წუთში საპროტესტო აქცია უნდა დაიწყოს, პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრები სამართალდამცავებმა რკინის ჯებირებით გაამაგრეს. კერძოდ, რკინის ჯებირები ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე განთავსებულ ჭიშკრებზე დაამაგრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა