პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს: არის რაღაც გეგმები, პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ – მინდა, მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ

საქართველოს პრეზიდენტი,  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს „ძალიან დიდი სიფრთხილისკენ“ მოუწოდებს.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში იკითხება, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგის მიმართ აქციებზე „პროვოკაციების მოწყობას“ გეგმავენ.

„მინდა მოგმართოთ [მომიტინგეებს], რომ თქვენ იცოდეთ და ეს იკითხება ასევე, პრემიერის სიტყვებში და რამდენიმე სხვა გამოსვლებში, არის რაღაცა გეგმები, რომელიც ნამდვილად ვერ გაამართლებს, მაგრამ არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ. ასე, რომ მე მინდა, რომ მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ, რაც არ არის შიში, მაგრამ სიფრთხილე. რომ არავინ გამოგიწვიოთ თქვენ ამ პროვოკაციებში. ვიცი, რომ ჩანს და უკვე ვნახეთ, თუ რამდენად (კიდევ ერთხელ) შეგნებული, მშვიდობიანი იყო, ყველა ეს გამოსვლები. ეს არის საქართველოს საზოგადოება, ეს არის ის საზოგადოება, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ღირსი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.