დიმიტრი ხუნდაძე: სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ახალ, მრავალპუნქტიან მანიფესტს წარმოგვიდგენს მის ბიძასთან ერთად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად, ანუ …

დიმიტრი ხუნდაძე: სავარაუდოდ, ახალ, მრავალპუნქტიან მანიფესტს წარმოგვიდგენს მის ბიძასთან ერთად ს და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად, ანუ, როგორ გავხსნათ მეორე ფრონტი, გავანადგუროთ ქვეყანა და საბოლოოდ ჩავაბაროთ რუსეთს
მიხეილ სააკაშვილის ახალ, მრავალპუნქტიან მანიფესტს და მის გეგმებს ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი და იმ გეგმებზე საუბრობს, რომელიც სააკაშვილსა და მის ბიძას, თემურ ალასანიას აქვთ.
„სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ახალ, მრავალპუნქტიან მანიფესტს წარმოგვიდგენს მის ბიძასთან ერთად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად, ანუ, როგორ გავხსნათ მეორე ფრონტი, გავანადგუროთ ქვეყანა და საბოლოოდ ჩავაბაროთ რუსეთს.
ამ მანიფესტზე მიშას აღარ დასჭირდება ოპოზიციაზე მოწოდება ხელის მოსაწერად, რადგან ოპოზიციას ამაზე ხელი დიდი ხანია მოწერილი აქვს. თემურ ალასანიას მიერ ოკუპირებული ტერიტორიების იარაღით დაბრუნების შემოთავაზება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ომის პარტიის წევრები საქართველოს საომრად ამზადებდნენ და ეს გეგმა დღის წესრიგიდან სამწუხაროდ დღესაც არ მოხსნილა.
სწორედ ამისთვის შემოაპარეს სააკაშვილი საქართველოში და დღესაც ამის იმედად ცდილობენ მის პოლიტიკურ რეაბილიტაციას. თუკი ამის შემდეგ კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით, ან უგუნურია, ან ცხელი ბომბების მომხრეა. სწორედ ამიტომ, კარგად გამოსაძიებელია 2008 წლის ომიც და ახლანდელი დაჟინებული ომის მოთხოვნაც,“ – წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სოფელ შრომაში ახალგაზრდა მამაკაცის დაშავების შესახებ, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდება, მათთვის ცნობილია და შესაბამისი რეაგირება ექნებათ