უკრაინული მხარე: ხერსონის ოლქზე შეტევას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ოთხი ადამიანის დაღუპვა დასტურდება.

„დაახლოებით 11:30 საათზე ოკუპანტების დრონებმა იმსხვერპლეს ველოსიპედისტი, რომელიც გზაზე მიდიოდა. სამწუხაროდ, 70 წლის კაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო“, – წერდა პროკუდინი Telegram-ზე.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ჩერნობაევკა დაბომბეს.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენეს. ამ დროისთვის, ცნობილია სამი დაღუპულისა და ოთხი დაჭრილის შესახებ“, – განაცხადა ერმაკმა.

ბოლო ცნობებით, დაშავებულთა რაოდენობა ხუთს აღწევს, ხოლო დაღუპული ოთხი პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება, პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია