ჯეიმი ფოქსს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ნიუ-იორკის სასამართლოში ჯეიმი ფოქსის წინააღმდეგ საჩივარია შესული. მსახიობს ქალი, რომლის სახელი უცნობია, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ქალის თქმით შემთხვევა 2015 წელს, ღამის კლუბში მოხდა. ბრალმდებელმა მსახიობს ფოტოს გადაღება სთხოვა, ფოქსმა ფოტოს გადაღების შემდეგ ქალი მიფარებულ ადგილას გაიყვანა და მასზე სექსუალურად იძალადა.
საქმეში წერია ძალადობის დეტალები. როგორც ქალი ამბობს, ფოქსი მკერდზე შეეხო, ასევე თითები შეუყო ვაგინასა და ანალურ ხვრელში. თავდასხმა დაინახა კლუბის დაცვის თანამშრომელმა, რომელმაც არაფერი მოიმოქმედა. საბოლოოდ ქალს მეგობარმა მოაკითხა და ფოქსს გაარიდა.
საჩივარში ასევე მოხსენიებულია კლუბი Catch და მისი პატრონი, ფოქსის მეგობარი მარკ ბირნაუმი.