კითხვის დრო: 1 წთ.შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში გამართულ მსოფლიოს საგუნდო კონკურსზე ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდმა 2 ოქროს მედალი დაიმსახურა. ქართველი მომღერლები გამარჯვებულები გახდნენ კატეგორიებში – ბავშვთა გუნდები და საეკლესიო მუსიკა. გოგონათა გუნდმა საერთაშორისო ჟიურისგან უმაღლესი შეფასება მიიღო.საერთაშორისო კონკურსში 41 ქვეყნის 160 გუნდი მონაწილეობდა, საქართველო ბათუმის ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდმა წარადგინა და უმაღლეს შეფასებებთაან ერთად ოქროს მედლებიც დაიმსახურა.Artinfo.ge

