ეთანხმებით ნინო კასრაძეს?

კითხვის დრო: 1 წთ.მსახიობი ნინო კასრაძე ყოველთვის ღიად გამოხატავს თავის მოსაზრებებს. ამჯერად უნიჭიერესი ხელოვანი  ევროპელობასა და ევროპელებზე საუბრობს:ისტორიის ფურცლები:“ევროპელობა ეს არის კანონმორჩილება, მაღალი თვითშეგნება, საკუთარი უფლებების ცოდნა და პასუხისმგებლობების გაცნობიერება. ევროპელები სრულად აცნობიერებენ პასუხისმგებლობას საკუთარი თუ სხვისი ცხოვრებისა და თავისუფლების მიმართ.კიდევ ერთი დიდი ნიშანი, რაც ევროპელებს აერთიანებთ, ისაა, რომ ადამიანები თანხმდებიან მთავარ ფასეულობებზე, რაც მათ ქცევებსა და ურთიერთობებში ვლინდება. საზოგადოება შეთანხმებულია გარკვეულ პრინციპებზე. იქ ადამიანი თავისუფალია და ისიც იცის, რომ მისი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება.”Artinfo.ge