პაველ ჰერჩინსკი – ვიმედოვნებ, მომდევნო რამდენიმე კვირაში, გამოინახება გზა, რომ გადაიჭრას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საკითხი – ის არ უნდა იქნას მიღებული არსებული ფორმით

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, რაც უნდა ვაღიარო, რომ ახლა არსებობს, ჩვენ მაინც შევძლებთ წინსვლას და სწორედ ამიტომ მსურს თავი ავარიდო უარყოფით შედეგებზე საუბარს. ნამდვილად ვამჯობინებდი მესაუბრა კვლავაც საქართველოს წინსვლისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე, – ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მ ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, დაემუქრება თუ არა საფრთხე ევროკავშირში საქართველოს უვიზო მიმოსვლას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში.
ელჩის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული არსებული ფორმით, შესაბამისად, დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში აღნიშნული საკითხი გადაწყდება.
„ჩვენ აქ ვართ, რათა ევროპის დღე აღვნიშნოთ, ეს აღნიშვნისთვის ძალიან ლამაზი მიზეზია. ჩვენ გვსურს, რომ ეს ქართველ ხალხთან ერთად გავაკეთოთ. ვიცით, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. ჩვენ ვმუშაობთ ხელისუფლებასთან ერთად, ყველასთან ერთად, რათა წინ წავიწიოთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, რაც უნდა ვაღიარო, რომ ახლა არსებობს, ჩვენ მაინც შევძლებთ წინსვლას და სწორედ ამიტომ, მსურს, თავი ავარიდო უარყოფით შედეგებზე საუბარს. ნამდვილად ვამჯობინებდი, მესაუბრა კვლავაც საქართველოს წინსვლისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე. ვიმედოვნებ, რომ მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში გზა მოიძებნება წინსვლისთვის და იმისთვის, რომ მოვლენების უარყოფით სპირალში არ შევიდეთ.
როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ ვიპოვოთ გზა წინსვლისთვის. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით ყველა წინა ხელისუფლებასთან, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ არსებულ ხელისუფლებასთან და ვიმუშავებთ ყველა მომავალ დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებასთან საქართველოს სასარგებლოდ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში, გზა გამოინახება იმისთვის, რომ გადაიჭრას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხი, რაც, როგორც ჩვენ აქამდეც არაერთხელ განგვიცხადებია, არ უნდა იქნას მიღებული არსებული ფორმით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს