ან მტკიცებულებები დაიდოს, ან ერთი ადგილი – სტუდენტების პასუხი პრემიერს

“ან მტკიცებულებები დაიდოს, ან ერთი ადგილი” – ასე ეხმაურება “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” პრემიერის ვრცელ წერილს, რომელშიც ირაკლი მ ორგანიზაცია კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობად” შერაცხა.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული პიროვნება, ი. კობახიძე უკვე მეორედ აკეთებს განცხადებას ჩვენს ორგანიზაციაზე – ამბობს, რომ ვართ ნაცმოძრაობის შემადგენლობაში მყოფი ახალგაზრდები. აღნიშნული, რა თქმა უნდა, ემსახურება ნებისმიერი თავისუფალი პროტესტის ტარგეტირებასა და გაშავებას. ჩვენს საზოგადოებას არ სჭირდება იმის განმარტება, რომ ეს გაუგონარი სიცრუეა, ამ განცხადების ადრესატი რუსული ოცნებაა, რომელსაც მივმართავთ: ან მტკიცებულებები დაიდოს, ან ერთი ადგილი. მადლობა ყურადღებისათვის!”

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია გახარიას პარტიაზე – ეს გახარიას და მისი გუნდის გადაწყვეტილებაა, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდანვე განსხვავებული იყო – ამ მოწვევის პარლამენტთან არავითარი შეხება არ გვქონია და არც გვექნება