გიგა ბოკერია – საზოგადოების პროტესტმა ისე უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ

საზოგადოების პროტესტმა ისე უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, მ განაცხადა.
გიგა ბოკერიას განცხადებით, „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტი, საქართველოს თავისუფლებისთვისა და მომავლისთვის ბრძოლა ქვემოდან ზემოთ წამოსული პროცესია, რომელიც აქტივისტებს, სამოქალაქო ჯგუფებსა და ახალგაზრდებს მიჰყავთ.
„ამ ჯგუფებმა გამოაცხადეს 11 მაისი, 19:00 საათი დიდი შეკრების დღედ რუსთაველზე და ყველა ჩვენგანის, განსაკუთრებით, პოლიტიკოსების ვალია, რომ ამ მოწოდებას გავყვეთ და მონაწილეობა მივიღოთ.
რაც მთავარია, საზოგადოებასთან ერთად უნდა ვიყოთ მზად განგრძობადი მზარდი პროტესტისთვის. ამ პროტესტმა უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი ისე, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ასევე დაგაინტერესებთ