პრეზიდენტი – ვხედავთ ძალადობას: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები

ვხედავთ ძალადობას: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ერი ბრძენია და სწორედ ამიტომ პროვოკაციებს არ აჰყვება.
„ვხედავთ დღესდღეობით ძალადობას, ძალადობას ერის საწინააღმდეგოდ: ოპონენტების ცემა, ოპონენტების დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, მაგრამ ამას არაფერი აქვს ევროპასთან, ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები.
დაბოლოს, ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებოდნენ, რომლებიც მხარში გვედგნენ და მხარს გვიჭერდნენ, სწორედ ეს არის ამ ძალადობის გამოხატულება.
ქართველი ერი აღარ იარსებებდა, ასეთი ბრძენი რომ არ ყოფილიყო. სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ერი ბრძენია, ის არ აჰყვება პროვოკაციებს. იგი არ მიიღებს კონფრონტაციას, დაპირისპირებას, მაგრამ ის არ დანებდება, ის ბოლომდე მივა და მიყვება ევროპულ გზას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ