– 4 ნიღბიანი თავს დამესხა და უმოწყალოდ ცემა დამიწყო

ოპოზიციონერი აქტივისტის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, მას მარნეულში, საკუთარ სახლთან, თავს დაესხნენ.
მისივე თქმით, მას მძიმე დაზიანება არ მიუღია, რადგან მეზობლები დაეხმარნენ და თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის შიშის დათესვის მცდელობა, თუმცა „რომც მოკლან“ მაინც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა და თავისუფლების იდეა გაიმარჯვებს.
„მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში, ჩემს სახლთან 30-40 მეტრში გააჩერა „ქამრიმ“. ჩაბურული იყო, სუს-ის მანქანა. მე მივხვდი, რომ ესენი აქ ჩემს სათვალთვალოდ იყვნენ. დავიწყე ვიდეო გადაღება, რა დროსაც 4 ნიღბიანი გადმოხტა, თავს დამესხა და უმოწყალოდ ცემა დამიწყო. საბედნიეროდ, ვერ მოახერხეს მძიმე დაზიანების მოყენება, იმიტომ, რომ მეზობლები გამოვარდნენ და გაიქცა ეს ხალხი. ეს ნაძირალები, ნაგვები, როგორ ბედავენ.
ყველა ქოცს მივმართავ, განსაკუთრებით ჩემს რაიონელ და სოფლელებს, ყველას დედას გიტირებთ! როგორ უნდა ოჯახებში მისვლა და ბავშვების დაშინება, გაჩვენებთ თქვენ. თქვე ნაძირალებო და თქვე ჩმორებო, როგორ ბედავთ. ითვლის ბოლო დღეებს.
ნიღბებით დადიან. ეს არის შიშის დათესვის მცდელობა. ვის შეაშინებთ თქვენ? ჩვენ ვართ მართლები, ეს ქვეყანა არის ჩვენი და ჩვენ გავიმარჯვებთ. რომც მომკლან, მაინც გაიმარჯვებს ეს იდეა. ეს იდეა არის საქართველოს თავისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველოს ერთიანობა”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი