უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შთამომავლებს უნდა გადასცენ ერთიანი და მშვიდობიანი ევროპა, რომელსაც ვერც დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი დაარღვევს და ვერც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს რუსეთის ეს ომი, რომელიც გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ რომლის სამიზნე მთელი ევროპა, ევროპული ერთობა, მთელი ევროპული პროექტია. თითოეული თქვენგანი ხედავს, რომ პუტინი მოვიდა ჩვენს მიწაზე ისევე, როგორც ჰიტლერი მივიდა სხვა ერების მიწებზე – დანაშაულებრივად, არაპროვოცირებულად და აბსოლუტურად საშინლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ არ გამოავლინოს სისუსტე თავის გადაწყვეტილებებში.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, ევროპა არის ერების, თემების, ღირებულებების და მილიონობით ძალიან განსხვავებული ადამიანის ნებაყოფლობითი გაერთიანება – და ეს არის მისი რეალური ძალა.
„ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ამ სიძლიერის გაზრდა, ვიზრუნოთ ჩვენს კონტინენტზე სიცოცხლისა და საერთო ღირებულებების დაცვაზე, რათა ჩვენს შვილებს მემკვიდრეობად გადავცეთ მთელი ევროპა – მშვიდობიანი, ერთიანი ევროპა, რომელსაც ვერ დაარღვევს ვერ ჰიტლერი და ვერც პუტინი. მათ შეუძლიათ ევროპას მშვიდობის წლები მოჰპარონ, მაგრამ არა ჩვენი საერთო ბედი – მათი ბედი, ვინც ამარცხებს ბოროტებას, იცავს სიცოცხლეს და აფასებს მშვიდობას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.