თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში რეჟისორისგან მიღებულმა შეთავაზებამ თედო ბექაურის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. „გაღმა ნაპირი“ იყო ფილმი, რომელმაც ახალბედა მსახიობს ხალხის სიყვარული მოუტანა.
თედო წლების შემდეგ ეკრანზე ისევ გამოჩნდა, ამჯერად „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებს მონაწილეობას და რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვას, მასაც გამარჯვების იმედი აქვს.
ცნობილია, რომ თედო ბექაურს მეუღლე და ვაჟი ჰყავს.
„ორბეთში გავიზარდე, აქვე ვცხოვრობ… თბილისში, კლინიკაში რომ ჩავედით მე და დედა, იქ შეგვხვდა რეჟისორი და ფილმში თამაში შემომთავაზა. რა დაინახა ჩემში? გამომეტყველება და თვალის პრობლემა, რომელმაც დიდი წარმატება მომიტანა.
14-15 წლის შემდეგ ხალხში ცნობადობამ და სიყვარულმა დაიწია. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურში ვსწავლობდი 2 წელი, გარკვეული მიზეზების გამო, სწავლა ვეღარ გავაგრძელე. ფინანსური პრობლემები შემექმნა, სწავლის, ქირის თანხის გადახდა… ძირითადად, სოფელში ვიყავი ხოლმე,“ – ამბობს ბექაური „იმედის“ ეთერში.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „ქმარი ხელში ჩამაკვდა…“ – მედეა ლორთქიფანიძის ემოციური ეთერი
„ყველაზე ბედნიერი ზღაპრის დასაწყისი ახლა იწყება“ – წყვილი სოხუმიდან და გულშემატკივრების რეაქცია ერთად დანახვაზე
