ვლადიმერ პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე დასასწრებად მინსკში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე დასასწრებად მინსკში ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) საბჭოს სხდომაზე დასასწრებად მინსკში ჩაფრინდა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შეხვედრაზე წევრი ქვეყნები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ და რამდენიმე დოკუმენტს მოაწერენ ხელს, მათ შორის „ОДКБ-ის კოლექტიური უშიშროების საბჭოს დეკლარაციას“.
ცნობისთვის, გასულ კვირას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მინსკში გასამართ სამიტზე მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!