მიხეილ სააკაშვილი: არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, დასავლეთი იანუკოვიჩსაც დათანხმდა არჩევნების ექვსი თვით გადადებაზე, არ დათანხმდა აჯანყებული მაიდანი და შედეგად, იანუკოვიჩი გაიქცა

მიხეილ სააკაშვილი: უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, დასავლეთი იანუკოვიჩსაც დათანხმდა არჩევნების ექვსი თვით გადადებაზე, არ დათანხმდა აჯანყებული მაიდანი და შედეგად, იანუკოვიჩი გაიქცა
შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, ეს ნიშნავს, რომ გადაყლაპავს საქართველოს, არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, – ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი Facebook-ზე წერს.
„ამ რთულ დღეებში საჭიროა შემდეგი მომენტების გათვალისწინება: შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა. არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს. არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა (გარდამავალმა, ტექნიკურმა) მთავრობამ. შემოდგომაზე არჩევნებია -ში და საქართველოსთვის აღარავის ეცლება. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ივანიშვილს აქვს იმედი, რომ ის მოუხსნის მას სანქციებს, თუ კიდევაც სახ. დეპარტამენტი მანამდე მას დაასანქცირებს.
რუსეთი უფრო სუსტია მოკლე დისტანციაზე, მას აბნევს და აშინებს მოულოდნელობა, სპონტანურად შექმნილი ვითარება, ისეთი, ჩვენთან რომ არის ახლა. გრძელ დისტანციაზე, სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, ინფორმაციის გაყალბებით, ადამიანების მოსყიდვით რუსეთი ძალას იკრებს და მისი გამარჯვების შანსი იზრდება. ჩვენთვის ეს წაგებულ თამაშში შესვლაა. არ უნდა მივცეთ ეს შანსი რუსეთს.
თავის დროზე იანუკოვიჩმა დასავლეთს მიმართა თხოვნით, მიეცათ მისთვის არჩევნების ექვსი თვით გადავადების უფლება. დასავლეთი დათანხმდა, დათანხმდა უკრაინის ხელისუფლებაც. ერთადერთი, ვინც არ დათანხმდა, იყო აჯანყებული მაიდანი და შედეგად იანუკოვიჩი გაიქცა. ასე რომ არ მომხდარიყო, დიდი ხნის უკან, იმ ექვს თვეში, გადაყლაპული ექნებოდა პუტინს. აუცილებელია ყველა ამ პროცესმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ხალხს დიდი ძალა აქვს“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – ბორდერიზაციის პროცესი რუსეთმა 2011 წლიდან დაიწყო, რაც აქტიური ფაზაში 2013 წლიდან მოიყვანა – სუს-ი საზოგადოებას უმალავს, რა მასშტაბის ტერიტორიაზე განხორციელდა რუსეთის მცოცავი ოკუპაცია

ნიკა ჩიტაძე – „ქართული ოცნება“ განაცხადებს, რომ კიდევ ერთხელ მისცა შანსი პარტიებს, მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ არ მოინდომეს, შესაბამისად, ისინი არიან უფუნქციო – „ოცნება“ ბოლშევიკური მეთოდის გამოყენებას ცდილობს