ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატმა, გორდანა სილიანოვსკამ ხმების 40,08% დააგროვა, ხოლო ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ, რომელიც მმართველ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენს, 19,93% მიიღო.
ჩრდილოეთ მაკედონიაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
სახელმწიფო საარჩევნო კომისია 3360 საარჩევნო უბნიდან შედეგების გამოცხადებას საღამოს დაიწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…