ფაშინიანი პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება

სომხეთის პრემიერმინისტრი, ს პრეზიდენტის ს ინაუგურაციის ცერემონიაში არ მიიღებს მონაწილეობას – ამის შესახებ დღეს, 6 მაისს, ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა.
მეხუთედ გაპრეზიდენტებული პუტინის ინაუგურაცია მოსკოვში ხვალ, 7 მაისს არის დაგეგმილი. ღონისძიებაზე მოწვევები მიიღეს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა. მოსკოვში ჩასვლაზე ღიად უარი თქვეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ჩეხეთმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.