ყირგიზეთი მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან

ყირგიზეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან, იმ ფონზე, როცა რუსეთში გაძლიერებულია შემოწმების ზომები შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, მოსკოვთან ახლოს მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუსზე” მარტის ბოლოს მომხდარი სისხლიანი თავდასხმის შემდეგ.
ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს რჩევა 2 მაისს გამოაქვეყნა და მოქალაქეები გააფრთხილა გაძლიერებული შემოწმების და კონტროლის შესახებ საზღვრებზე, ს წარმომადგენელთა მხრიდან.
ამ განცხადების ფონია უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშები რუსეთში მზარდი ქსენოფობიის შესახებ შუააზიელების მიმართ, საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 144 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა ათობით პირი.
თავდასხმაში მონაწილეობის ეჭვის საფუძველზე დააპატიმრეს 11 ტაჯიკი კაცი და რუსეთის ერთი მოქალაქე ყირგიზული წარმომავლობით.

ასევე დაგაინტერესებთ

დიტო სამხარაძე: არც ირაკლი ღარიბაშვილის, არც გრიგოლ ლილუაშვილის და არც რომელიმე ყოფილი ან მოქმედი გუნდის წევრის გამო არ მოვსულვარ ოცნებაში. მოვედი მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამო! საქართველო ჩვენ ვართ 41

ირინა იმერლიშვილი – საერთაშორისო უნივერსიტეტისგან შემოთავაზება მივიღე რექტორის პოზიციაზე და დავთანხმდი – რაც შეეხება მითქმა-მოთქმას საკონსტიტუციო სარჩელზე, შეიძლება ჩემი უფლებამოსილების ვადაში არც მოსწრებულიყო განხილვა