გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

გმირთა მოედანზე, სადაც ახალგაზრდები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა.
სამართალდამცავებმა საავტომობილო მოძრაობის აღდგენის მიზნით, აქციის მონაწილეებს მოუწოდეს გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ. პოლიციის ამ მოთხოვნას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.
ამ დროისთვის, გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
მომიტინგეთა ნაწილი ახლა გმირთა მოედნიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება