დავით კირკიტაძე პაპუაშვილს – გუშინ, ჩემს კოლეგას შეახსენეთ, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, სახელმწიფო ჯილდო როგორ მიიღო – გუშინდელი დარბევის შემდეგ, ადეკვატურია მეოთხე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე ვისაუბროთ?!

გუშინ, განხილვის დროს, ჩემს ერთ-ერთ კოლეგას შეახსენეთ, (2011 წლის 26 მაისის) აქციის დარბევის შემდეგ, სახელმწიფო ჯილდო როგორ მიიღეო – გუშინდელის შემდეგ, კანონპროექტის მეორე და მეოთხე მუხლზე საუბარი ადეკვატურია?! – ასე მიმართა “ქართულ ოცნებას“ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.
კირკიტაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომას “არაადეკვატური“ უწოდა.
“გუშინდელი დარბევის შემდეგ, სწორი და ადეკვატურია პროექტის მეოთხე მუხლის “გ“ ქვეპუნქტზე ვისაუბროთ?! ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არსებობს კანონპროექტი, რომელმაც ამხელა ვნებათაღელვა გამოწვია? რა გახდა, რომ დარბევის მეორე დღეს დგახართ და მოგვიწოდებთ კანონპროექტის მეოთხე მუხლზე ვიმსჯელოთ და თუ მეოთხე მუხლზე არ ვსაუბრობთ, მიკროფონს გვითიშავთ და დარბაზიდან გვაძევებთ“, – მიმართა უმრავლესობას დავით კირკიტაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა განახლდა. კანონპროექტს მეორე მოსმენით – მუხლობრივად იხილავენ. სხდომათა დარბაზშია ხმაური და დაპირისპირება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება