პრეზიდენტი – სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება მიმდინარეობს თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ – პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება ხდება, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება მიმდინარეობს თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
სრული პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ქართველ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება ეზღუდება. #არარუსულკანონს“, – წერს პრეზიდენტი.