პოლიცია პარლამენტის შესასვლელთან შეკრებილებს ტერიტორიას ძალის გამოყენებით ატოვებინებს

პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან იმყოფებოდნენ, ტერიტორიას ძალის გამოყენებით ატოვებინებს.
მათ შორის, ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი და ამავე პარტიის სხვა წევრები. ამ წუთებში [21:15] პოლიციას ჩიტაძის ქუჩაზე ორი კორდონი აქვს მოწყობილი.
პოლიციელების და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების ერთი ცოცხალი ჯაჭვი მოქალაქეებს ჩიტაძეზე რუსთაველის გმაზირიდან ასვლის შესაძლებლობას არ აძლევს, მეორე ნაწილი კი პარლამენტის უკანა შესასვლელიდან ჩიტაძეზე ჩასასვლელ გზას ხერგავს.
ამრიგად, პოლიციამ პარლამენტის გვერდითა შესასვლელიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზომდე დერეფანი აქვს მოწყობილი, საიდანაც, სავარაუდოდ ჯერ სახელმწიფო დახვის სპეციალური სამსახურის და შემდგომ მთავრობსი ადმინისტრაციის შენობის გავლით დეპუტატები რუსთაველის გამზირს დატოვებენ.
-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამსრომლები და პოლიცია იცავს პარლამენტის მეორე გვერდითა შესასვლელსაც ჭიჭინაძის ქუჩიდან.