ირაკლი – სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს თუ ჭირი, ანუ რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მათი პატრონები წაიღებს, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა

სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს თუ ჭირი, ანუ რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მათი პატრონები წაიღებენ, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მ აღნიშნა, გასული კვირების განმავლობაში გაიმართა პოლიტიკური უმცირესობის რამდენიმე აქცია.
„იმ აქციებს და ჩვენს დღევანდელ შეკრებას ერთმანეთისგან განასხვავებს ერთი მთავარი, პრინციპული რამ – ის აქციები იმართებოდა მონური დამოკიდებულებით; ის აქციები იმართებოდა ლოზუნგით – ოღონდ ევროკავშირის წევრი გავხდეთ და სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტრადიციული ღირებულებები ჭირსაც წაუღია. ამ ადამიანებს ერთი რამ არ აქვთ გააზრებული – თუ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს ჭირი, ანუ რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მათი პატრონები წაიღებენ, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც