“ივანიშვილმა დააანონსა სუფთა რუსული გზა საქართველოსთვის” – ლევან ცუცქირიძე

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე “ქართული ოცნების” 29 აპრილის კონტრაქციაზე ს სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და თვლის, რომ ივანიშვილი საქართველოსთვის რუსულ გზას აანონსებს.
“ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა რუსული, სუფთა რუსული გზა საქართველოსთვის: ანტიდემოკრატიული, დახურული და იზოლირებული, შიშით მართული საზოგადოების ხედვა.
გავიგე რაც თქვა და ისიც ნათელია, რომ ოცნებას ფეხებზე კიდია ხალხის აზრი. ჰოდა, იარონ მაგათ ივანიშვილის ლეგიტიმაციით და მისი სიმართლით. ჩვენ ვივლით ჩვენი სიმართლით, ჩვენი თანამოქალაქეების ლეგიტიმაციით და მათი მხარდაჭერით, როგორც თანასწორთა ერთობა საერთო ბრძოლაში.
მაგრამ ესეც ვთქვათ: რასაც ოცნება აკეთებს ახლა: რაოდენობით, შემადგენლობით და გამოსვლების ხარისხით, არის მათი მაქსიმუმი. მთელი პარტიული და ადმინისტრაციული რესურსი დააყენეს ერთი ქალაქის გამზირზე და თავის გამოსვლებში ყველა უსინდისობა იკადრეს. მთელი მათი ინტელექტიც იმ სცენაზე ეტევა. […] ჩვენ რა, ჩვენ ჯერ ვხურდებით”, – წერს ცუცქირიძე.