„თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული წარწერების წაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული წარწერების წაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გუშინდელი აქციის შემდეგ, წარწერები გაჩნდა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, როგორც შენობებზე, ასევე, გზის საფარზე, ტროტუარებსა და ვიტრინებზე, რაც ვანდალიზმის ფაქტები და კანონდარღვევაა.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული უკანონო წარწერების წაშლასთან დაკავშირებით, რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებს.
გაცნობებთ, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ, წარწერები გაჩნდა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, როგორც შენობებზე, ასევე, გზის საფარზე, ტროტუარებსა და ვიტრინებზე. წარწერები გაკეთდა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე.
შეგახსენებთ, რომ ეს არის ვანდალიზმის ფაქტები, რაც კანონდარღვევაა. რაც შეეხება ფასადების უკანონო წარწერებისგან გასუფთავებას, იგი არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავენ ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე.
მოვუწოდებთ ყველას, მისცენ შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!