ანრი ოხანაშვილი ხაბეიშვილს – მუხლთან დაკავშირებით უნდა დასვათ კითხვა – ბიძინა ივანიშვილს რაში ედრებით, 2 მილიარდ ევროზე მეტი აქვს დახარჯული, თქვენ რამდენი გაქვთ დახარჯული?!

მუხლთან დაკავშირებით უნდა დასვათ [კითხვა]. ბიძინა ივანიშვილს რაში ედრებით, 2 მილიარდ ევროზე, 6 მილიარდ ლარზე მეტი აქვს დახარჯული, თქვენ რამდენი გაქვთ დახარჯული?! – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს.
აღნიშნულით ოხანაშვილმა ლევან ხაბეიშვილს მას შემდეგ მიმართა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა კითხვა დასვა იმის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეეხებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რადგან „ქართუს“ დაფინანსება 20%-ზე მეტია.
„საუბარია იმაზე, რომ 20%-ზე მეტი უცხოეთიდან დაფინანსება ვისაც აქვს ეხება ეს კანონი. მე მაინტერესებს „ქართუსთან“ დაკავშირებით, როგორ შეეხება. 2018-2019 წლების ანგარიშით 92 და 200 მილიონი იყო მათი შემოსავალი, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
20 %-ზე მეტი რომ აქვს ბიძინა ივანიშვილს უცხოური დაფინანსება და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კანონით რომ აქვს ვალდებულება – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლით, რომ შემოსავლები ფინანსთა სამინისტრო და საშემოსავლო სამსახურმა უნდა გაასაჯაროოს და 5 წელია ამ ანგარიშს არ აქვეყნებენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რის შემდეგაც მას კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა მიკროფონი გამოურთო.
„მუხლთან დაკავშირებით უნდა დასვათ [კითხვა]. ბიძინა ივანიშვილს რაში ედრებით, 2 მილიარდ ევროზე – 6 მილიარდ ლარზე მეტი აქვს დახარჯული, თქვენ რამდენი გაქვთ დახარჯული?!” – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ხაბეიშვილს და სიტყვა ჩამოართვა.
როგორც ოხანაშვილმა განმარტა, ხაბეიშვილს სიტყვა იმიტომ ჩამოართვა, რომ პოლიტიკურ განცხადებებზე გადავიდა. მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილმა მიკროფონის გარეშე საუბარი განაგრძო, სხდომის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილს დარბაზი დაატოვებინა და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!