ნაძირალა პოლიტიკოსები დაიმალნენ, ტელევიზორთან მოკალათდნენ და ეს გზააბნეული აქტივი მიუშვეს ნებაზე, იციან ხვალინდელი დღის ეფექტი, მათი გარდაუვალი მარცხი და ყველაფერს კადრულობენ, რომ მსხვერპლის როლი მოირგონ!

ნაძირალა პოლიტიკოსები დაიმალნენ, ტელევიზორთან მოკალათდნენ და ეს გზააბნეული აქტივი მიუშვეს ნებაზე, იციან ხვალინდელი დღის ეფექტი, მათი გარდაუვალი მარცხი და ყველაფერს კადრულობენ, რომ მსხვერპლის როლი მოირგონ!
ესენი არიან მშვიდობიანი აქტივისტები?! რა უნდათ პოლიციასთან , რატომ პროვოკატორობენ? – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, პარლამენტის წინ არასამთავრობოების და რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.
მისი განცხადებით, ყველა, ვინც პროვოკაციას აწყობს, პოლიციამ უნდა დააკავოს. ქადაგიძე აღნიშნავს იმასაც, რომ რადიკალებმა იციან 29 აპრილის აქციის ეფექტის და მათი გარდაუვალი მარცხის შესახებ, ამიტომ ახლა ყველაფერს კადრულობენ.
“ესენი არიან მშვიდობიანი აქტივისტები?! რა უნდათ პოლიციასთან , რატომ პროვოკატორობენ? ნაძირალა პოლიტიკოსები დაიმალნენ, ტელევიზორთან მოკალათდნენ და ეს გზააბნეული აქტივი მიუშვეს ნებაზე?! ვინც ახლა რუსთაველზე იმყოფება და ცდილობს პოლიციასთან დაპირისპირებას, დასაკავებელია ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე! არანაირ მშვიდობიან აქციასთან ამ პროვოკატორებს საერთო არ აქვთ. იციან ხვალინდელი დღის ეფექტი და მათი გარდაუვალი მარცხი და ახლა, ყველაფერს კადრულობენ, რომ პოლიციასთან კონფრონტაციაში შევიდნენ და მსხვერპლის როლი მოირგონ!” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ თსუ-ში 2-3 ათასია A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას

განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები, მათ შორის, გეოგრაფიული განაწილების გათვალისწინებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება უზრუნველყოფილი სრულიად თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა

აქტიურად ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, რათა მივიღოთ ახალი, ბევრად უფრო დახვეწილი სახელმძღვანელოები, რომლებიც იქნება დაფუძნებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე