აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ “თავისუფლების მარშს” მართავენ

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ სლოგანით, ამ წუთებში, აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ “თავისუფლების მარშს” მართავენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ და ჯაჭვს შეკრავენ. მათივე თქმით, ეს იქნება “მოქალაქეობრივი ხორუმი”.
აღსანიშნავია, რომ მსვლელობის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის დროშა გაშალეს.
აქციის მონაწილეებს თან მოტანილი აქვთ ბანერები შემდეგი წარწერებით; “არ წამართვა მომავალი”, “კი ევროპას, არა რუსულ კანონს”, “რუსული მთავრობაც გვყოფნის”, “ჩრდილოეთიდან ერთადერთი მზე ამოდის!”.
აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…