რატი ამაღლობელი – მოქალაქეები შემოვარტყამთ წრეს საქართველოს პარლამენტს და შევკრავთ ჯაჭვს – ეს იქნება ჩვენი მოქალაქეობრივი ხორუმი

რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე, შეკრებილი მოქალაქეების სახელით განცხადება გაავრცელეს. მოქალაქეთა განცხადება აქციის წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა წაიკითხა.
ამასთან, როგორც სიტყვით გამოსვლისას რატი ამაღლობელმა განაცხადა, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მარშით დაიძვრებიან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით, სადაც საკანონმდებლო ორგანოს წრეს მოარტყამენ და ჯაჭვს გააკეთებენ.
„საქართველოს მოქალაქეები არ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას და სტრატეგიულ პარტნიორების დაკარგვას, რასაც რუსული კანონის მიღება გამოიწვევს. საქართველოს მოქალაქეები ვთანხმდებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ უნდა გახდეს ანტიკონსტიტუციური კანონების მიღების ადგილი. საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებას მივიჩნევთ, როგორც ხელისუფლების გასვლას კონსტიტუციური ჩარჩოდან. საქართველოს მოქალაქეები არ დავუშვებთ დემოკრატიის ჩანაცვლებას ანტიკონსტიტუციური, ავტორიტარული მმართველობით. ამიტომ, დღეს რესპუბლიკის მოედნიდან დავიძვრებით მარშით საქართველოს პარლამენტის მიმართულებით. მოქალაქეები შემოვარტყამთ წრეს საქართველოს პარლამენტს და შევკრავთ ჯაჭვს. ეს იქნება ჩვენი მოქალაქეობრივი ხორუმი. შევკრავთ ჯაჭვს, როგორც საქართველოს მოქალაქეთა ერთობის სიმბოლოს“, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…