„დიდი მადლობა ბატონო მიშა“ – თამაზ გინტურის ძმა

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, გივი გინტურმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართა და მადლობა გადაუხადა.
„მოგესალმებით, მივესალმები მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც ციხიდან გამოგზავნა სამძიმრის წერილი ჩემი ძმის ოჯახში. დიდი მადლობა, ბატონო მიშა. გიორგობის დღე ყოფილიყოს თქვენთვის გამოშვებისა და გამოჯანმრთელების დღე. ბატონო მიშა, კიდევ, მადლობა მინდა გამოვუცხადო ანა ფოტიგას მთელი ევროპარლამენტის შეწუხებისთვის“, – აღნიშნა გივი გინტურმა.
ცნობისთვის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა რეზოლუცია მოამზადეს, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს, 23 ნოემბერს უყრის კენჭს.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა – პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია, მე ხან ერთს ვადანაშაულებ, ხან მეორეს, მაგრამ, მჯერა, მშვიდობის მიღწევა მოხდება

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..