პარლამენტის დელეგაცია ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრთან, ჯეიმს ჰიპისთან, შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ტრანსფორმაციის ნაბიჯები, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მექანიზმები და ქვეყნის ევროატლანტილური ინტეგრაციის პროცესი.

ქართული დელეგაციის მხრიდან ხაზი გაესვა რეგიონში დიდი ბრიტანეთის და ნატოს ჩართულობის გაზრდის საჭიროებას, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10 გეგმის იმპლემენტაციაში გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარების აუცილებლობას.

შეხვედრაზე, მასპინძელი მხარის მიერ აღინიშნა, რომ ბრიტანეთი აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებებით საქართველოს მხარდაჭერას და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას.

ქართველმა კანონმდებლებმა ბრიტანელ მაღალჩინოსანს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ხატია წილოსანი და ბრიტანეთში საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა – პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია, მე ხან ერთს ვადანაშაულებ, ხან მეორეს, მაგრამ, მჯერა, მშვიდობის მიღწევა მოხდება

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..