ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ს დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას

ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ს დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას, სადაც ევროდეპუტატები ევროკომისიისგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასა და ს გათავისუფლებას მოითხოვენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, 29 აპრილის შეკრება ყველაზე მკაფიო გზავნილი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, თუ ვის და რას უჭერს მხარს ქართველი ერი.
„რეზოლუცია, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობასა და იბრძვის რეალური სუვერენიტეტისათვის, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა, ჩაიდინა უამრავი დანაშაული და ნაბიჯ-ნაბიჯ გახადა ქვეყანა საგარეო ფაქტორებზე დამოკიდებული, თავისუფლად შეუძლიათ 400 ეგზემპლარად გადაამრავლონ, ჯერ ექვსად, მერე ოთხად, ბოლოს კი ორად გადაკეცონ და შეიტენონ ბალიშის ქვეშ, რომ ღამღამობით იკითხონ ხოლმე! მოკლედ, როდესაც არ სურთ რეალობა დაინახონ, დემონსტრირება უნდა მოუწყო. ჰოდა, 29 აპრილის შეკრება ყველაზე მკაფიო გზავნილი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, თუ ვის და რას უჭერს მხარს ქართველი ერი!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვისაც სჯერა რომ გეკა გელაძე ან მამუკა მდინარაძე პირადი შურისძიების გამო ვინმეს დაიჭერს უვიცია ან ხელოვნური პოლიტიკური დაკვეთით წერს ასეთ სისულელეს. კანონის მოთხოვნათა არ დაცვა, ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით არის დასჯადი

მანჩო გიორგობიანმა დანაშაულის შემდეგ წინასწარ დაწერა ზღაპარი ფეისბუქზე, ფეიკ ალიბი, როცა მიხვდა რომ დაიჭერდნენ მომხდარის გამო, რათა შემდეგ ემტკიცებინა, რომ შს მინისტრის ლანძღვის გამო დაიჭირეს და არა დანაშაულის

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე – როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს

თუ ვინმეს აქვს ოპოზიციაში იმის ილუზია, რომ საქართველოსთვის ეპოქალურ, 7 მილიარდიან ინვესტიციას იაფი პროპაგანდით ჩააგდებს და შემდეგ ვიგინდარა ვარლამ გოლეთიანივით შერჩება ეს ავანტიურა – ძალიან ცდება!