– რუსეთის მიერ ნატო-ს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა მის მარცხს გამოიწვევს

რუსეთის მიერ ნატო-ს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა მის მარცხს გამოიწვევს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთის სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ალიანსს სამჯერ მეტი საავიაციო რესურსი აქვს, სამჯერ მეტი სამხედრო მოსამსახურე და ოთხჯერ მეტი გემი ჰყავს, ვიდრე რუსეთს. რუსეთს მობილიზაციის პირველი ტალღის შემდეგ, 1,3 მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა. ნატოს სამხედრო პერსონალი, დამატებითი მობილიზაციის გარეშე, 3,5 მილიონზე მეტია, რაც თითქმის სამჯერ მეტია. რუსეთის მიერ ნატო-ს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა მის მარცხს გამოიწვევს“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
ასევე, რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ რუსი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობენ და განცხადებებს ავრცელებენ, თითქოს პოლონეთს უკრაინის ტერიტორიების ანექსია სურს.
უკრაინის ნაწილის ანექსიასთან დაკავშირებით პოლონეთის გეგმების შესახებ ცრუობს. დონბასი უკრაინაა, უკრაინაა. ლვოვი, ვოლინი, ყოფილი აღმოსავლეთ გალიცია უკრაინაა. ამიტომ, ვიმეორებ, რათა კრემლმა გაიგოს: ლვოვი უკრაინაა“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.