“ხელისუფლება მთლიანად მტრის მხარესაა – გამონაკლისის გარეშე” – სანაია

როგორი ხელისუფლება არ ჰყოლია საქართველოს :
ჰყოლია ეროვნული მოძრაობის ნიადაგზე მოსული ხელისუფლება, ხალხთან ერთად დამოუკიდებლობის მომტანი, შეცდომებითა და გამოუცდელობით, რომელსაც ძირს უთხრიდნენ რუსეთზე მომუშავე ძალები და დაამხეს კიდეც რუსის იარაღით. ჰყოლია ხელისუფლება, გატენილი რუსეთის აგენტებით, კორუმპირებული, კრიმინალური, დამნაშავეებითა და მკვლელებით სავსე, რომლებიც აშკარად პრორუსები იყვნენ, მაგრამ იმ ხელისუფლებაში იყო მეორე, არსით ოპოზიციური ფლანგიც – პროდასავლელების. ჰყოლია ხელისუფლება, მმართველობის საწყის თვეებში რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობით, მაგრამ ილუზიებიდან მალევე გამოსული, ცალსახად პროდასავლური, შეურიგებელი და ტანკით შემოსული მტრისთვის წინააღმდეგობის გამწევი, მძიმე პრობლემებით დემოკრატიასთან დაკავშირებით.
მაგრამ არასდროს ჰყოლია ხელისუფლება, სრული შემადგენლობით მოღალატეებით დაკომპლექტებული. ღია, დაუფარავი ძალა, რომელიც მთლიანად მტრის მხარესაა – გამონაკლისის გარეშე. ახლა სწორედ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…