ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი – მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება

მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება, – ამის შესახებ ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ განაცხადა.
„მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები წინ მიიწევს და მუდმივად გრძელდება. მათი გათავისუფლების დაწყება მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით მოხდება, მაგრამ არა პარასკევამდე“, – განაცხადა ჰანეგბიმ.
ოთხშაბათს, ისრაელი და „ჰამასი“ შეთანხმდნენ, რომ „ჰამასი“ სულ მცირე 50 მძევალს გაათავისუფლებს, ხოლო სანაცვლოდ ისრაელი ციხეებიდან 150 პალესტინელს გაუშვებს.

ასევე დაგაინტერესებთ