ბექა ოდიშარია საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული აღარაა

დეპუტატი საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული აღარაა.
ოდიშარია 11 წლის განმავლობაში იყო ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში. ამ დროისთვის ის ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, საპატიო კონსულების სიაში არ იძებნება.
ბექა ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევა მანამდე ლატვიის სეიმის (პარლამენტის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდ კოლსმა, ქალი დეპუტატების შეურაცხყოფისთვის მოითხოვა.
3 აპრილს, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, მაშინ, როცა ტრიბუნასთან საუბრობდა, ოდიშარიამ დარბაზიდან ყვირილი და მისი შეურაცხყოფა დაიწყო. მას გამოეპასუხა თეონა აქუბარდია, რა დროსაც ოდიშარიამ თქვა – „ესაა მოუტ***ნელი ქალების სინდრომი“. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და ირწმუნებოდა, რომ შეურაცხყოფა კონკრეტულად არავისთვის მიუყენებია.
მეორე დღეს კი ბექა ოდიშარია ქალ კოლეგა სალომე სამადაშვილს დაემუქრა.