გიორგი ვაშაძე – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც საქართველოშია – უფლებას დაარღვევს სამართალდამცავი, მის მიმართ არანაირი გამოძიება არ ტარდება, უკანონო დავალებას გასცემს მინისტრი – მერე რა?

სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც დღეს საქართველოშია – ანგარიშში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ უფლებადამრღვევები ფაქტობრივად, წახალისებულები არიან. უფლებას დაარღვევს სამართალდამცავი, მის მიმართ არანაირი გამოძიება არ ტარდება, – ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა მ ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში არ არსებობს ჯგუფი ადამიანების, რომელთა უფლებებიც დაცულია.
„სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც დღეს საქართველოშია. არ არსებობს ჯგუფი ადამიანების, რომელთა უფლებებიც დაცული იქნება. უფრო მეტიც, ამ ანგარიშში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ უფლებადამრღვევები ფაქტობრივად, წახალისებულები არიან, იმიტომ, რომ არანაირი გამოძიება აღარ არსებობს. უფლებას დაარღვევს სამართალდამცავი, მის მიმართ არანაირი გამოძიება არ ტარდება. უკანონო დავალებას გასცემს მინისტრი – მერე რა? ჩვეულებრივად ჩაივლის. ეს უკანონობა ხდება.
რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, სტრასბურგს ხშირად იყენებთ ხოლმე. ძალიან კარგი იქნება, სტრასბურგის გადაწყვეტილება „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით შეახსენოთ იმ ადამიანებს, რომლებიც სტრასბურგს ხშირად ახსენებენ ხოლმე. „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, რომელიც ახლა პარლამენტში იხილება, სტრასბურგმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საწინააღმდეგო კანონი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.