ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს

9 დღეზე ნაკლები რჩება ისტორიულ ევროპაკონცერტამდე, რომელიც წინანდლის მამულში გაიმართება. ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი 1882 წლის პირველ მაისს დაარსდა და ფართოდ არის აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ორკესტრად, ვირტუოზული შესრულებითა და მძლავრი ჟღერადობით. მისი საპატიო დირიჟორია დანიელ ბარენბოიმი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლას ამ დრომდე დიდი სიხარულით ელოდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მაესტროს მიერ დაგეგმილი მომდევნო 4 კონცერტი საქართველოსა და გერმანიაში გაუქმდა.
დანიელ ბარენბოიმი: „ძალიან ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მიზეზით იძულებული ვარ გავაუქმო ჩემი მონაწილეობა წინანდლის ევროპაკონცერტში, თბილისის კონცერტში და ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან და ლიზა ბათიაშვილთან ერთად ბერლინში დაგეგმილ კონცერტებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგები შესანიშნავად ჩაატარებენ ამ კონცერტებს, მე კი შესაძლებლობა მექნება შევხვდე არაჩვეულებრივ ქართველ მაყურებელს სხვა რომელიმე დროს.“
1 მაისს ევროპაკონცერტს წინანდალში და 2 მაისს თბილისის კონცერტს ოპერისა და ბალეტის თეატრში ცნობილი ინგლისელი დირიჟორი დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს. დენიელ ჰარდინგი მჭიდრო კავშირშია ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან 1996 წლის დებიუტის შემდეგ და ყოველ სეზონზე რეგულარულად იღებს მონაწილეობას ორკესტრის კონცერტებში ბერლინში. ეს არის მეორე ევროპაკონცერტი, რომელიც მისი დირიჟორობით ჩატარდება, პარიზის ორსეს მუზეუმში გამართული 2019 წლის ევროპაკონცერტის შემდეგ.
ბერლინის ფილარმონიის ფონდი უაღრესად მადლიერია დენიელ ჰარდინგის, რომელმაც შეძლო ყველა აღნიშნული კონცერტის გადაბარება.
საკონცერტო პროგრამა უცვლელი რჩება.
1 მაისი 2024წ. 13:00 წინანდლის ამფითეატრი
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი დენიელ ჰარდინგი დირიჟორი ლიზა ბათიაშვილი ვიოლინო
ფრანც შუბერტი ჯადოსნური არფა D 644: უვერტიურა იოჰანეს ბრამსი კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის რე მაჟორი თხზ. 77 ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი სიმფონია N5 სი მინორი თხზ. 67
2 მაისი 2024წ. 20:00 local time თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერის და ბალეტის თეატრი
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი დენიელ ჰარდინგი დირიჟორი ლიზა ბათიაშვილი ვიოლინო
ფრანც შუბერტი ჯადოსნური არფა D 644: უვერტიურა იოჰანეს ბრამსი კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის რე მაჟორი თხზ. 77 ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი სიმფონია N5 სი მინორი თხზ. 67
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება