ინგლისური სამართლის ფორუმის ფარგლებში ბრიტანელმა იურისტებმა შეხვედრები გამართეს

ბრიტანელი ადვოკატებისა და მოსამართლეებისგან შემდგარმა დელეგაციამ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი ჭეხანთან ერთად შეხვედრები გამართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, იუსტიციის სამინისტროს, ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის ხელმძღვანელ პირებთან.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრა ინგლისური სამართლის ფორუმის ფარგლებში გაიმართა და მას თავად ასოციაციამ უმასპინძლა.
„შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნეს რეგულაციებს, საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს დავების განხილვის კუთხით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებს.
მხარეებმა, ასევე განიხილეს ინგლისური სამართლის უპირატესობები და საქართველოს სამართლის სისტემაში მისი პოპულარიზაციისა და დანერგვის პერსპექტივები. აღნიშნული მიმართულებით ინგლისელმა კოლეგებმა აქტიური მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვეს და მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ