სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილე ახალგაზრდებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს მარშით გაიარეს თბილისის ქუჩებში და მის რეზიდენციასთან მივიდნენ.
„ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან.
მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიერნი და მართალნი.
არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული. ამ გზას გავივლით ერთად!“ – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუკში.
დღეს “აგენტების კანონის” მიღების წინააღმდეგ ახალგაზრდების მიერ სპონტანურად მოწყობილი აქციების მესამე დღეა.
გუშინ, 19 აპრილს, დემონსტრანტებმა პარლამენტიდან გმირთა მოედნამდე გამართეს მსვლელობა და გმირთა მემორიალთან ფიციც დადეს, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი, მათი სულების წინაშე, ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას. ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, სთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას.
ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ! – ასეთია მათი ფიცი.
გადაკეტეს ჯერ რუსთაველის გამზირი, შემდეგ თავისუფლების მოედანი, მარჯვენა სანაპირო და გმირთა მოედანი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი