ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილები მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილები მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, გამორიცხული არაა, მათთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდეს.
ადმინისტრაციასთან შეკრებილები სკანდირებენ “წინ ევროპისკენ”, “არა რუსულ კანონს”, “საქართველო”.
“ერთად გავაგონოთ ხმა, ვისია საქართველო? – ჩვენია! პრეზიდენტმა მორალური მხარდაჭერა გამოგვიცხადა, თხოვნაა გავამხნეოთ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.
ამ წუთისთვის ათონელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული