პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის ბლოკადა შეწყვიტეს

პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის ბლოკადა შეწყვიტეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, პოლონელმა ფერმერებმა შეგინი-მედიკასა და კრაკოვეც-კორჩევას გამშვებ პუნქტებთან საპროტესტო აქციები დღეს, დილის 9:00 საათის შემდეგ დაასრულეს.
„სატვირთო მანქანების რეგისტრაცია და საზღვრის გადაკვეთა ორივე მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, – ნათქვამია უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 18 აპრილს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პოლონელ ფერმერებს უკრაინის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტების ბლოკადის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანია საქართველოს რეკომენდაციით მიმართავს, გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობები და გააუქმოს ან შეცვალოს რიგ კანონებში, მათ შორის „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები

პაპუაშვილი 17 წელი იღებდა გერმანიისგან ხელფასს – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ჩამონათვალი, რომლებიც თავად მუშაობდნენ უცხოეთიდან დაფინანსებულ ან პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებში